საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ "ეკონომიკური თავისუფლების აქტს"და მასში წარმოდგენილ ინიციატივებს კრიტიკულად აფასებს. მათი შეფასებით, `მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკა და ლიბერტალიანური ეკონომიკური პრინციპები არ ესმის.
"ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის შეფასებით კი `ეს ინიციატივები სრულიად არარეალისტურია.~
"მთლიანი შიდა პროდუქტიდან 30%-ის ამოღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეკონომიკა უნდა მოვკლათ. ინიციატივა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან უნდა იყოს არა უმეტეს 60%-ისა, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა აღარ გვყავს. ამასთან, აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ ამბობს სახელწმოფო უარს რეგულაციაზე, მაშინ როცა დღის წესრიგში დგას ევროკავშირთან თავისუფლების ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების საკითხი და ევროკავშირის ჩვენგან მთელი რიგი მიმართულებებით სწორედ რეგულაციას ითხოვს,~ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ამასთან ვეფხვაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ "პრეზიდენტი გულწრფელი არ არის, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკის ვარდნაზე არ საუბრობს.~
მისი თქმით, ,,ეკონომიკის ოპტიმიზაციის" შექმნის მცდელობა მიმდინარეობს, რომ ქვეყანაში ვიღაცამ ფული შემოიტნაოს, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს, ისევ მთავრობის მონაცემებით, 5 პროცენტიანი ვარდნა აქვს.~