დაიწყო სისტემის ჭანჭყარი. ხედავთ, პოლიციური რესურსიც ამოწურეს, ჩვენი პიკეტირების შემთხვევაში ხვალ აღარ ეყოფოდათ, - თქვა მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა.
მისი თქმით, ასე ერთიანი საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო წარმომადგენლობები ხელისუფლების შეფასებისას არ ყოფილან.
„ვნახეთ ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოების საერთო წერილი, დიპლომატიური კორპუსების ჩართულობა, რა იწერება საერთაშორისო მედიაში, ამ წნეხს ხელისუფლება ამ რეჟიმში, როცა რობოკოპებით უკანა კარიდან უწევთ დეპუტატების შეპარება, ვერ გაუძლებს. ვერ გაძლებენ და ჩვენ გაუსაძლის ზამთარს ვპირდებით“, - თქვა დიღმელაშვილმა და აღნიშნა, რომ 28 ნოემბერსდილას იქნება პიკეტირება.