პარლამენტში სხდომათა დარბაზში დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჯონდი ბაღათურიას ცემა მოინდომა, მაგრამ მას ამის საშუალება გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და გია ცაგარეიშვილმა არ მისცეს.
ლორთქიფანიძე ბაღათურიას კომენტარებიმა გააღიზიანა, რომელსაც იგი პარალმენტში პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით სგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვისას აკეთებდა.
კომისიის შექმნას დიმიტრი ლორთქიფანიძე ითხოვს და საპარლამენტო ოპოზიცის მხარს უჭერს. ბაღათურიამ კი საკითხის განხილვისას ოპოზიცია პოლიტკურ სპეკულანტობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიცია ამ საკითხის გააქიუტებით იმას მიაღწევს, რომ ხელისუფლება პატიმართა შეწყალებაზე საერთოდ უარს იტყვის. ბაღათურიას Aამ პოზიციამ ლორთქიფანიძე გააღიზიან მასზე საცემად გაიწია.
პაარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებით საქმეში მანდატურებიც ჩაერივნენ და ინცინდენტს უფრო მწვავე ფორმები არ მიუღია.
აღსანიშნავია რომ კომისიის შექმნის იდეას არც უმრავლესობა არ იზიარებს და საპარალმენტო ოპოზიციის მხრიდნა კეთდება კომენტარები თუ ბაღათურია ხელისუფლების პოზიციას რატომ იცავს და "რატომ გამოდის პროკურატურის ადვოკატის როლში". საკითხი სესიაზე უკვე განხილულია კენჭისყრა კი დღის ბოლოს გაიმართება.