ყოველდღიურად, ორშაბათამდე გაიმართება უმწვავესი აქციები, უმწვავესი პიკეტირებები, ადმინისტრაციული შენობების, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ აუტანელი გარმეო, აუტანელი პირობები, რომ ვაიძულოთ, დაჰყვნენ ქართველი ხალხის ნებას და მოშორდნენ ამ ქვეყანას, - განაცხადა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა, გიორგი გუგავამ.
მისი თქმით, ორშაბათს, 25 ნოემბერს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან გაიმართება ფართომასშტაბიანი მსვლელობა რუსთაველისკენ და კვლავ მოხდება პიკეტირება პარლამენტის.
"ჩვენი ქმედებები იქნება პრინციპული, იქნება შეუვალი, იქნება კონსტიტუციური, კანონიერი, მათგან განსხვავებით. ჩვენ ვაიძულებთ, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი,სამართლიანი, პროპორციული არჩევნებით დამთვარდეს, ოლიგარქია უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.
ამავე დროს, ყოველდღიურად, ორშაბათამდე გაიმართება უმწვავესი აქციები, უმწვავესი პიკეტირებები, ადმინისტრაციული შენობების, ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ აუტანელი გარმეო, აუტანელი პირობები, რომ ვაიძულოთ, დაჰყვნენ ქართველი ხალხის ნებას და მოშორდნენ ამ ქვეყანას", - განაცხადა გიორგი გუგავამ და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები სამშაბათს დეპუტატებს სესიის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.