ოკუპირებული აფხაზეთის ტყეებში ერთი კვირა ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი 11 ათას ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ცეცხლი კერები სოხუმის, გულრიფშისა და გაგრის რაიონების ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ბოლო ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
აფხაზეთს საოკუპაციო რეჟიმმა დახმარებისთვის რუსეთის ფედერაციას მიმართა, რომელმაც ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ვერტმფრენები გაგზავნა.
ხანძრის პირველი კერა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მაშველებმა, სოხუმის უღელტეხილზე 10 ნოემბერს აღმოაჩინეს.