პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი პეტრე მამრაძე პრეზიდენტის ხედვას ეკონომიკურ რეფორმასთან დაკავშირებით `სიტყვასა და საქმეს შორის დაპირისპირებად~ აფასებს. როგორც მამრაძემ აღნიშნული საკითხის კომენტარისას განაცხადა, მისთვის მისაღებია ეკონომიკური თავისუფლებისთვის კონსტიტუციური გარანტიის მინიჭება,
თუმცა, შიშობს, რომ "ამის შემდეგ ბიზნესს უფრო მეტად დაერევიან.~
`რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის აზრებს, რაც პრეზიდენტმა მოიშველია, ამას ვეთანხმები, მაგრამ ტრაგიკულია ის, რომ პრეზიდენტის სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან განსვავდება.
ვიცით, როგორც მოქმედებენ საგადასახადო სამსახურები და ეს ყველაფერი, რაც პრეზიდენტმა თქვა, მხოლოდ ფორმალობაა. დაწერილი კანონით შეიძლება რაღაც რეიტინგში წინ ვიყოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ბათილდება თავად სააკაშვილის და მისი მთავრობის ქმედებებით,~ - აცხადებს მამრაძე.