საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთლობის დაზღვევის პირდაპირი დაფინანსების ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული წინადადება ქვეყნის პირველმა პირმა დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა.
"ეკონომიკის თავისუფლების აქტი გაამყარებს იდეას, რომ ბიუჯეტის სახსრები გამოყენებული იქნას ჩვენი მოქალაქეების სურვილის შესაბამისად, ანუ ჩვენ უნდა დავაფინანსოთ არა ის საავადმყოფოები და ინსტიტუტები, სადაც პაციენტი იძულებული იქნება არჩევანის გარეშეEმივიდეს, არამედ დავაფინანსოთ ისეთები, სადაც მოქალაქეს თავად უნდა მისვლა. ამით ჩვენ დავაკანონებთ არჩევანის დაფინანსებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დააღნიშნა, რომ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის 30 პროცენტამდე სოციალურ უზრუნველყოფაზა და პენსიებზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე მიიმართა, თუმცა "მათი განაწილება არ ხდება სამართლიანად"
"თავისუფლების აქტი შედგომში განავითარებს ბიუჯეტის სოციალურ ნაწილს, მიზნობრიობის შეფასების შედეგად შემუშავებული შესაბამისი სახელმწიფო დახმარების გაფართოებისთვის", _ განაცხადაპრეზიდენტმა.
აღნიშნული ინიციატივას "ეკონომიკის თავისუფლების აქტის" ერთ-ერთი ნაწილია და სხვა წინადადებების მსგავსად, ქვეყნის პირველი პირის მოთხოვნით, ისიც საკონსტიტუციო ცვლილებას ითვალისწინებს.