ძალიან მძიმეა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეწყალებებთან დაკავშირებით იქნა მიღებული, - განაცხადა თბილისი მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“ პრეზიდენტის მიერ მაროამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემულ შეყწალების აქტთან დაკავშირებით.
"ძალიან მძიმეა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეწყალებებთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს ამას. ყველამ იცით ჩემი ოჯახის ტრაგედია. შესაბამისად, როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა ამ გადაწყვეტილებების შინაარსი, იყო ძალიან მძიმე. ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დისკრეციაა, შეწყალება, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი აქტი, რომელიც საზოგადოებისთვისაც მისაღები იქნება და კეთილ საქმეს გააკეთებ. ეს არის ისეთი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც შენ შეგიძლია ადამიანს მისცე შესაძლებლობა, გააბედნიერო, მაგრამ ასეთ მძიმე თემებზე... მისი განცხადება იმაზე, რომ ფორმა უნდა გადაიხედოს მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებულიც არის."