საგადასახადო ცვლილება მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას, სადაც მან "ეკონომიკური თავისუფლების" აქტი წარმოადგინა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რასაც თავისუფლების აქტი ითვალისწინებს არის ის, რომ გადასახადის გაზრდის ან ახლის დაწესება სახელმწიფოს მიერ არ უნდა მოხდეს ხალხის თანხმობის გარეშე - ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისის სახით რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით, მხოლოდ ხალხის გადაწყვეტით", - განაცხადა სააკაშვილმა.
აღნიშნულიინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დეპუტაციას და საზოგადოებას ახალი ეკონომიკური ინიციატივები: "ეკონომიკის თავისუფლების აქტი" გააცნო, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.