დაუშვებელია ვალუტის კურსის კონვერტაციის შეზღუდვა. ამის ცდუნება ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, თუმცა ჩვენ კონსტიტუციურად, ეს დაუშვებელი უნდა გავხადოთ, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას, სადაც მან "ეკონომიკური თავისუფლების" აქტი წარმოადგინა
'
"უკვე 12 წელია ჩვენთან შეუზღუდავია მიღებული შემოსავლების და კაპიტალის რეპატრიაციის უფლება. ამის მეშვეობით სარგებელს ბევრი მოქალაქე და ბიზნესი ნახულობს, რითაც ხელი ეწყობა დასაქმების განვითარებას", _ განაცხადაპ რეზიდენტმა და აღნიშნა, რომ თავისუფლების აქტი ამ მნიშვნელოვან პოლიტიკას აქცევს კანონში, კონსტიტუციაში, რათა აცილებულ იქნას ამ პოლიტიკის ოდესმე შეცვა მომავალში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დეპუტაციას და საზოგადოებას ახალი ეკონომიკური ინიციატივები: "ეკონომიკის თავისუფლების აქტი" გააცნო, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.