საქართველოს პრეზიდენტი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან ‘'ეკონომიკის თავისუფლების აქტი' წარმოადგინა.
"თავისუფლების აქტით გთავაზობთ ლიცენზიების და ნებართვების უკვე დადგენილ რაოდენობის გაზრდის აკრძალვას. გარდა ამისა, გთავაზობთ, რომ თავისუფლების აქტით აიკრძალოს ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნა, რათა ვერასდროს ვერავინ, ახალი ხორცმეტები და პარატიზები ვერ გააჩინოს", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, "ვადრების რევოლუციის" შემდეგ ბევრ რამ გაკეთდა, რათა მეწარმეები ზედმეტი რეგულაციისა და გაუმართლებელი ბიუროკრატიული ჩარევისგან გათავისუფლებულიყვნენ. ამით ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის ხვრელების ამოვსება და გავამარტივეთ ბიზნესი".