"ეკონომიკური თავისუფლების აქტი" - ასე ჰქვია პრეზიდენტ სააშვილის ეკონომიკურ ინიატივათა კანონპროექტს, რომლებიც მან დღეს, პარლამენტის ტრიბუნიდან გაახმოვანა.
კანონპროექტი ცვლილებების შეტანას კონსიტუციაში ითვალისწინებს და როგორც თავად ქვეყნის პირველმა პირმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის "მისი მთავარი ფასეულობრივი საფუძვლები თავისუფლება, შესაძლებლობა, თანასწორობა და ღირსებაა".
"გთავაზობთ კონსტიტუციურ კანონპროექტს ეკონომიკური თავისუფლების შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ. როგორც სათაურიდან ჩანს, ამ აქტის მთავარი ფასეულობრივი საფუძვლები სწორედ თავისუფლება, შესაძლებლობები, თანასწორობა და ღირსებაა.
თავისუფლების აქტი შემდეგ ინიციატივებს ითვალსიწინებს: პირველ რიგში, ის კონსიტუციურად შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას, გადახედოს ეკნომიკური მმართვეობის კურსს - გადაუხვიოს ლიბერალური ეკონომიკური-მმართველობიდან.
თავისუფლების აქტით გთავაზობთ, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან კონსტიტუციურად განისაზღვროს, რომ არ იქნება 30 %-ზე მეტი. ჩვენი პრინციპი არის ის, რომ გამოსავალი ქამრების მოჭერაშია და არა ხალხის და ბიზნესმენებისთვის ყელში წაჭერაში.
თავისუფლების აქტით გთავაზობთ: ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შეიდა პროდუქტთან, კონსიტუციიურად დაფიქსირდეს, რომ იქნება არაუმეტს 3 %-ისა, ხოლო მთლიანი სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, არაუმეტეს 60 %-ისა.
ამასთან, დაუშვებელია ვალუტის კურსის კონვერტაციის შეზღუდვა. ამის ცდუნება ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, თუმცა ჩვენ კონსტიტუციურად, ეს დაუშვებელი უნდა გავხადოთ. უკვე 12 წელია ჩვენთან შეუზღუდავია მიღებული შემოსავლების და კაპიტალის რეპატრიაციის უფლება. ამის მეშვეობით სარგებელს ბევრი მოქალაქე და ბიზნესი ნახულობს, რითაც ხელი ეწყობა დასაქმების განვითარებას. თავისუფლების აქტი ამ მნიშვნელოვან პოლიტიკას აქცევს კანონში, კონსტიტუციაში, რათა აცილებულ იქნას ამ პოლიტიკის ოდესმე შეცვა მომავალში.
გარდა ამისა, "ვადრების რევოლუციის" შემდეგ ბევრ რამ გაკეთდა, რათა მეწარმეები ზედმეტი რეგულაციისა და გაუმართლებელი ბიუროკრატიული ჩარევისგან გათავისუფლებულიყვნენ. ამით ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის ხვრელების ამოვსება და გავამარტივეთ ბიზნესი. თავისუფლების აქტით გთავაზობთ: ლიცენზიების და ნებართვების უკვე დადგენილ რაოდენობის გაზრდის აკრძალვას. გარდა ამისა, გთავაზობთ, რომ თავისუფლების აქტით აიკრძალოს ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნა, რათა ვერასდროს ვერავინ, ახალი ხორცმეტები და პარატიზები ვერ გააჩინოს.
ამასთან, თავისუფლების აქტი ითვალისწინებს სახელმწიფოსთვის კომერციული ბანკების წილების ფლობის აკრძალვას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დაშვებული ბევრ ქვეყანაში და უზრუნველყოფილ იქნას ფასების დადგენის თავისუფლება.
გარდა ამისა, სიღარიბის ზღვარს მყოფი პირების მდგომარეობის გათვალისწინებით, წელს სახელმწიფო ბიუჯეტის 30 პროცენტამდე სოციალურ უზრუნველყოფასა და პენსიებზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე მივმართავთ, თუმცა მათი განაწილება არ ხდება სამართლიანად. თავისუფლების აქტი შედგომში განავითარებს ბიუჯეტის სოციალურ ნაწილს, მიზნობრიობის შეფასების შედეგად შემუშავებული შესაბამისი სახელმწიფო დახმარების გაფართოებისთვის.
ამასთან, თავისუფლების აქტის ნაწილია ისიც, რომ შევქმნით სახელმწიფო სკოლის ვაუჩერებს, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.
თავისუფლების აქტი გაამყარებს იდეას, რომ ბიუჯეტის სახსრები გამოყენებული იქნას ჩვენი მოქალაქეების სურვილის შესაბამისად, ანი ჩვენ უნდა დავაფინანსოთ არა ის ინსტიტუტები და ორგანიზაციები, სადაც ადამიანი იძულებული იქნება არჩევანის გარეშეE მივიდეს, არამედ დავაფინანსოთ ისეთები, სადაც მოქალაქეს თავად უნდა მისვლა. ამით ჩვენ დავაკანონებთ არჩევანის დაფინანსებას.
საგადასახადო კოდექსის გამარტივებისას მკვეთრად შევამცირეთ საგადასახადო განაკვეთები, რითაც ჩვენი საგადასახადო შესაძლებლობები მკვეთრად გაიზარდა. გადასახადების შემცირებით ჩვენ გავზარდეთ შემოსავლები. თავისუფლების აქტით ვუზრუნველვყოფთ, რომ ეს პოლიტიკა უცვლელი დარჩეს ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, მომავალი მთავრობების მიერაც.
ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რასაც თავისუფლების აქტი ითვალისწინებს არის ის, რომ გადასახადის გაზრდის ან ახალი დაწესება სახელმწიფოს მიერ არ უნდა მოხდეს ხალხის თანხმობის გარეშე - ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისის სახით რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით, მხოლოდ ხალხის გადაწყვეტით.
ეს ის ინიციატივებია, რომელსაც თავისუფლების აქტის სახით გვთავაზობთ", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტაციას და საზოგადოებას საპარლამენტო ტრიბუნიდან.