ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ნიშნას იმას, რომ "კერძო ბიზნესს უპრეცედენტო თავისუფლებას ვაძლევთ". ეს შეფასება ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობის ახალ ეკონომიკური დოკუმენტის კომენტარისას გააკკეთა.
როგორც ბაინდურაშვილმა განაცხადა, მთავრობა აძლევს დიდი შესაძლებლობას ბიზნესს, რომ იყვნენ წარმატებულები.
"ახალი ინიციატივის მთავარი იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკა იყოს ლიბერალური. სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში იყოს მინიმალური, ზოგიერთ სექტორში კი საერთოდ აიკრძალოს კიდეც, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები იყოს შეუქცევადი,~ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ახალ ინიციატიავში ერთ-ერთი მთავარი ამ კანონში არის ის, რომ გადასახადების ნებისმიერი ზრდის ან ახალი განაკვეთების დაწესების გადაწყვეტილები მიღება მთლიანად გადადის ხალხზე.
`ეს არის აბსოლიტურად უპრეცედენტო, როცა მთავრობა იხსნის ამ პრეროგატივეს და რეფერენდუმის გზით ხალხი გადაწყვიტავს გადასახადების გაზრდის საკითხს,~ - აცხადებს ბაინდურაშვილი.