არ ვიცით, საზოგადოება არის თუ არა მზად, რომ ეს აქციებით გააპროტესტოს და ამას ვნახავთ, რადგან ვფიქრობთ, აქცია ხომ არ მოვაწყოთ, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ ინტერვიუში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური უვადო მოსამართლეების 10-კაციან სიაზე.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ მოსამართლეთა კრიტერიუმებზე საუბარი, ერთგვარი ყურადღების გადატანის მცდელობაა.
„ყველას დაავიწყდა, რომ მურუსიძე უვადოდ არის დანიშნული. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ოცი წელი ჩვენ ამ ადამიანს ვერ შევეხებით და ასევე, უვადოდ დაინიშნა მოლაშვილის მოსამართლე, რომელსაც ასევე ვერ შევეხებით, თუკი არ გამოვლინდა პოლიტიკური ნება და გამოძიება არ დაიწყო და ა.შ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ პოლიტიკური ნება გამოავლინოს, არის ის ბერკეტი, რომ ხელისუფლებას დღეს ორი რამ აინტერესებს - ერთი არის ის, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოების უმეტესობა და რამდენად მკაფიო და მწვავე დამოკიდებულება ექნება საზოგადოებას ამასთან მიმართებაში ყველანაირი ფორმით, რაც კანონით არის გათვალისწინებული, მათ შორის, გამოსვლებით, აქტივობებით და ა.შ. მეორე კი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება”, - ამბობს გიგაური და აღნიშნავს, რომ გასაგებია, რომ საზოგადოებისთვის სოციალური საკითხები უფრო მტკივნეულია, რადგან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქეა და ყოველდღიურად იმაზე ფიქრი უხდებათ, თუ როგორ იშოვონ საჭმლის ფული, თუმცა, მეორე მხრივ, ქვეყნის განვითარება მთლიანად პირდაპირ არის დამოკიდებული ამ ყველაფერთან, რადგან, თუ ნორმალური სასამართლო სისტემა არ გვექნება, არც ინვესტორი ჩამოვა და არც ეკონომიკა არ განვითარდება.
„ეს არის ორი, ასე ვთქვათ, ორი შემაკავებელი ფაქტორი. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ, ერთი მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს დონორებთან და მეორე მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოებას ავუხსნათ, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ დაინიშნა უკვე და ახლა ვინ უნდათ, რომ დაინიშნონ და ეს რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მართლაც ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხია. სამწუხაროდ, არ ვიცით, საზოგადოება არის თუ არა მზად, რომ ეს აქციებით გააპროტესტოს და ამას ვნახავთ, რადგან ვფიქრობთ, აქცია ხომ არ მოვაწყოთ, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს“, - ამბობს გიგაური.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა 10-კაცია სიას, უმრაველსობაში დაპირისპირება მოჰყვა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უვადო მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს შეიმუშავებს. საუბარია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურაზე. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
საპარლამენტო უმრაველსობაში დაპირისპირების გამო ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დანამდებობა დატოვა. ბესელია და მისი მხარდამჭერები უმრავლესობიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის სრულად შეცვლას და სიის დაკომპლექტებისთვის კანონმდებლობის გადახედვას ითხოვს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის გუნდიდან წასვლას არ აპირებს და ბრძოლას გააგრძელებს.
ეკა ბესელიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გაუგებარი უწოდა. კობახიძემ ეკა ბესელიას გუნდურობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარიემ ბიძია ივანიშვილმა და კობახიძის მსგავად, ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა.