ნეპალში გასულ კვირას კორუფციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა, ამის შესახებქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, იუწყება Reuters.
სამძებრო ჯგუფები აგრძელებენ ცხედრების ამოყვანას სავაჭრო ცენტრებიდან და არეულობის დროს დაზიანებული სხვა შენობებიდან.
„ამჟამად სავაჭრო ცენტრებში, სახლებსა და სხვა შენობებში, რომლებსაც ცეცხლი წაუკიდეს ან თავს დაესხნენ, გარდაცვლილი მრავალი ადამიანის ცხედარი იპოვეს“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პრაკაშ ბუდატოკი.
ნეპალში დემონსტრაციები სოციალური მედიის აკრძალვის გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტიკორუფციულ გამოსვლებში გადაიზარდა. საპროტესტო აქციებში ძირითადად GenZ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ნეპალში პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი საპროტესტო გამოსვლებისა და მასობრივი არეულობების შედეგად გადადგა.