ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იემენელი "ჰუსიტების" მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის სამხრეთში, რამონის აეროპორტთან ახლოს ჩამოაგდეს.
უპილოტო აპარატის განადგურების შედეგად ფრაგმენტების ჩამოვარდნის საფრთხის გამო, მიმდებარე ქალაქ ბეერ ორაში გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო.
ისრაელის მედიის თანახმად, გასულ კვირას იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული უპილოტო აპარატი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადაურჩა და რამონის აეროპორტის ტერმინალს შეეჯახა.
თავდაცვის ძალების ცნობით, დრონი "რკინის გუმბათის" რაკეტით ჩამოაგდეს.
დრონის და მისი ნამსხვრევების გამო, საჰაერო განგაშის სირენები მეზობელ რეგიონებშიც ისმოდა.