"ძლიერი საქართველო-ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, სადაც რამდენიმე წუთში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის აკრძალვა უნდა დაიწყოს.
ჩვენ აქ ვართ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად, ჩვენი ხალხის სუვერენული უფლებები დასაცავად და ჩვენი კონსტიტუციის დასაცავად", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დღეს იწყება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“. საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.