დღეს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ისევ ერთპარტიულობაში დაგვაბრუნოს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის საკონსტიტუციო სასამართლოსთან ომყოფება.
"სამწუხაროდ, ძალიან მძიმე პროცესთან გვაქვს საქმე. არანაირი უტრირება არ იქნება, თუ ამას შევადარებთ გასაბჭოებას, როდესაც პირველი რესპუბლიკა დაემხო და დამთავრდა სახელწმიფოებრივი წყობა, მაგალითად სახელმწიფო გადატრიალება 91 წელს, როდესაც ის ხელისუფლება დამთავრდა და პრაქტიკულად, თავიდან გახდა სახელმწიფო ინსტიტუტები შესაქმნელი. ჩვენ პრაქტიკულად ამ მდგომარეობში ვიმყოფებით. შეიძლება ფორმა განსხვავებულია, მაგრამ ვისაც ახსოვს საბჭოთა კავშირის ნგრევა და საქართველოს დაბადება, ყველამ იცის, რომ ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძელი გახლავთ ერთპარტიულობიდან მრავალპარტიულობაზე გადასვლა. ჩვენს ეს გზა გავიარეთ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში და დღეს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ისევ ერთპარტიულობაში დაგვაბრუნოს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ პარტიების აკრძალვას, ეს ნიშნავს ამომრჩევლის ნების ტოტალურ აკრძალვას". - განუცხადა ფიქრია ჩიხრაძემ "ტვ პირველს".