აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.
ის 2025 წლის 22 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას საპატრულო პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანის სახურავზე ასვლისა და მისი დაზიანებისთვის იყო დაკავებული.
მას მიმდინარე წლის ივნისში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმების მიხედვით, ლორთქიფანიძეს 1-წლიანი რეალური და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი ჰქონდა განსაზღვრული.
ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"