ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სწავლის დაწყების გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.
„დღეისთვის კომუნიკაცია ჯანდაცვის უწყებასთან არ ყოფილა. ჯანდაცვის სამინისტრო თუ დაადასტურებს, რომ არსებული ვირუსული ინფექციებით დაავადების მატების ფონზე მიზანშეწონილი იქნება სასწავლო პროცესის გადადება, ბუნებრივია, გვექნება კონსულტაციები და მხარს დავუჭერთ ჯანდაცვის უწყებას“, - განაცხადა ჯაშმა.