გორში, კლინიკა „გორმედში“ 22 წლის ქალი სავარაუდოდ, გრიპის გართულებული ფორმით გარდაიცვალა.
ჯერჯერობით, ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ტიპის ვირუსი.
„გორმედის“ კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს სიმსივნე ჰქონდა გადატანილი და წარსულში რამდენჯერმე ნაოპერაციებიც იყო.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს „გორმედში” განუცხადეს, გრიპის გართულებული ფორმით მკურნალობას კლინიკაში კიდევ ორი მამაკაცი განაგრძობს და მათი მდგომარეობა მძიმეა.