საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 3.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაბა ჩოხატაურთან, თბილისის დროით 16:35 საათზე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ჩოხატაურის სამხრეთ-დასავლეთით 3კმ.-ში, სოფელი ახალშენში დაფიქსირდა.