დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, იულონ გაგოშიძის ინიციატივით, აქციაში "რთველი 2009", დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჩაერთვება.
8 ოქტომბერს 10:00 საათზე აპარატის თანამშრომლები გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში გაემგზავრებიან. ისინი ყურძნის კრეფაში მიიღებენ მონაწილეობას.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გლეხებისგან 10 ტონა ყურძენს შეისყიდის, რომელიც დამზადდება ძველი კახური წესით, დაიწურება ქარხანაში, ჩამოისხმება ბოთლებში და ქარხანაში დარჩება სასაწყობოდ.