ტყიბულში სპეციალისტები ამ ეტაპზე ტექნიკურ დოკუმენტაციას სწავლობენ.
როგორც საზოგადოებრივს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გრიგოლ კაკაურიძემ განუცხადა, ინსპექტირების ოქმი მოკვლევის პროცესის შემდეგ დაიდება.
„ამ ეტაპზე ვსწავლობთ ტექნიკურ დოკუმენტაციას, მომდევნო ეტაპი კი შემთხვევის ადგილის ინსპექტირება იქნება. წინასწარ ვინმეს ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებთ. ინსპექტირების ოქმი მოკვლევის პროცესის შემდეგ დაიდება“, – განაცხადა კაკაურიძემ.