ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი, სამივე მათგანს გულმკერდისა და კიდურების დაზიანებები აღენიშნებათ.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტი მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.