მარნეულის სოფელ კიროვკაში შვიდი წლის ბიჭი არხში დაიხრჩო.
თვითმხილველების განცხადებით, მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის არხთან თამაშობდა და შემდეგ გაუჩინარდა.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.