პრეზიდენტად ჩემს კანდიდატურაზე იყო შემოთავაზებები, თუმცა არ ვაყენებ ჩემს კანდიდატურას, რადგან პრეზიდენტობისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ შედგება პრეზენტაცია ახალი გაერთიანებისა და გაერთიანებული სუბიექტების, სადაც სხვებსაც შეეძლებათ მათ შეუერთდნენ.
„მთავარია, რომ ეს იქნება სრულიად ახალი იდეის გარშემო გაერთიანება, რომელიც ახალ პერსპექტივას შესთავაზებს საქართველოს, ერთიან კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში და ძალიან მძლავრ გუნდს. ფაქტობრივად, ორ დღეში დავიწყებთ უკვე ახალი გუნდის ფორმირებას, რომელიც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.