ეს არის ჰაერში გასროლილი სიტყვები, მას არანაირი ძალა არ აქვს. ეს იყო მხოლოდ მათი რეაქცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „ხიშბა–სიგუას სიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის, რა პოზიციასაც დააფიქსირებს საქართველოს ხელისუფლება, ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მას ექნება იურიდიული ძალა.
„რაც შეეხება აფხაზეთის გარკვეული წარმომადგენლების კონტრრეაქციას, ეს არის ჰაერში გასროლილი სიტყვები, მას არანაირი ძალა არ აქვს. ეს იყო მხოლოდ მათი რეაქცია. მანამ, ვიდრე აფხაზეთი იქნება ოკუპირებული, აფხაზი ხალხის პოზიციები არის, სამწუხაროდ, დაკარგული და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. ამ სიის შინაარსი და მათი შემდგომი დამოკიდებულება, როგორ მოხდება სიის დამტკიცება, მეორეხარისხოვანია. ეს მხოლოდ არის კონტრრეაქცია, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ დე ფაქტო პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა.