სერიოზული კომენტირება და გამოხატულება არაადეკვატურია. ეს ვიღაცის რაღაც შიდა თამაშია და სერიოზულ კომენტირებას არ საჭიროებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ „ხიშბა–სიგუას სიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ სიას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე არანაირი ეფექტი და გავლენა არ ექნება.
„რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სია ვნახე. მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ სიას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე არანაირი ეფექტი და გავლენა არ ექნება. სიაში მოხვედრილი ვინც არ უნდა იყოს, მას ასევე არც იურიდიული ლეგიტიმაცია არ ექნება და არც არანაირი შინაარსი არ აქვს. ჩემი აზრით, უაზრო ნაბიჯი და უაზრო გადაწყვეტილებაა. ეს არის მათი უფლება, თუმცა ამას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური შედეგი არ მოჰყვება. რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რთულად ეკიდება იმ ადამიანებს, იქნებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მოქმედი პოლიტიკოსები, რომლებიც მათი აზრითაც, არიან შემჩნეულნი რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ. ამ სიით არაფერი შეემატება და არ მოაკლდება არც ამ ადამიანებს და არც საქართველოს. სერიოზული კომენტირება და გამოხატულება არაადეკვატურია. ეს ვიღაცის რაღაც შიდა თამაშია და სერიოზულ კომენტირებას არ საჭიროებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ დე ფაქტო პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა.