კურიოზი ის არის, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.
მისი თქმით, ასეთი პრეზიდენტის ყოლას, ჯობია საერთოდ არ ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“ კანდიდატი.
„თვითონ პიროვნებაზე არის დამოკიდებული, რისი კადრების უფლებას აძლევს თავს. მარგველაშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს პლასტელინივით იყო. ადამიანმა საკუთარ თავს პლასტელინი არ უნდა უწოდო და ნამდვილად, პლასტელინი არ უნდა აგვერჩია. ჩემი დონიდან ძალიან შორს არის პრეზიდენტი და მე მაგას არავინ გადამაწყვეტინებს, საკუთარ გადაწყვეტილებას კანდიდატის მიხედვით მივიღებ“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.