როგორც ჩანს, მარგველაშვილი რეალურად წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ იმყოფება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.
მისი თქმით, სინამდვილეში პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თვითონ მარგველაშვილი ლაპარაკობს.
„ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ ნებისმიერი, რომელიც იქნება უალტერნატივო და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არა მხოლოდ გამოძახილია, არამედ თვითონვე ამბობს, რომ ჯერ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს შეიძლება იყაროს თუ არა კენჭი“, –განაცხადა მამუკა მდინარაძემ.