ამერიკული მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დიდი ბრიტანეთის დედოფალთან, ელისაბედ II-სთან ბუკინგემის სასახლეში ჩაიზე მიწვევისას, 10 წუთით დაიგვიანა.
მისი დაგვიანების შესახებ იუწყება ტელეარხი CNN-ი და CBS, რომლებიც მანამდე ამერიკის პერზიდენტმა მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
თუმცა, უინძორების სასახლიდან პირდაპირი ტრანსლაციის თანახმად, რომელსაც აწარმოებდა ტელეარხი Sky News-ი, ადგილობრივი დროით 16.58 საათზე ავტომობილი, რომელშიც აშშ-ის პერზიდენტი და მისი მეუღლე ისხდნენ, შევიდა უინძორების სასახლის შიდა ეზოში და ზუსტად 17:00 საათზე ამერიკის ლიდერი მეუღლესთან ერთად იდგა ელისაბედ II-ის წინაშე, რომელიც მათ დახვდა.
დონალდ ტრამპი სასახლეში შევიდა თავისი ლიმუზინით, თუმცა ისარგებლა სამეფო სადგომის მომსაუხრებით. კერძოდ, იმ მძღოლების დახმარებით, რომლებიც კარგად იცნობენ დედოფლის მონაწილეობით ღონისძიებების პროტოკოლს.