საფრანგეთში შაბათ-კვირას გამართულ ეროვნულ დღესასწაულთან - ბასტილიის დღესთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. უსაფრთხოების უპრეცნდენტო ზომები ტარდება ასევე 2018 წლის მსოფლიო თასის ფინალური მატჩის გამო. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ხორვატიის ნაკრებთან კვირას საღამოს ითამაშებს.
საფრანგეთის პოლიცია აღნიშნავს, რომ პარიზსა და სხვა ქალაქებში ჩატარებული სადღესასწაულო ღონისძიებების გამო, მოხდება უსაფრთხოების ზომების ზრდა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი პროვოკაციები „ტერორისტული მუქარის საფრთხეების გათვალისწინებით“. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერარ კოლონას განცხადებით, მთელი საფრანგეთის მასშტაბით შაბათ კვირას იმორიგევებს 110 ათასი პოლიციელი.
„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ფრანგებმა შეძლონ მშვიდი განწყობით აღნიშნონ ეს მომენტები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია ტერორისტული საფრთხის შანსები“ - განაცხადა კოლონმა.
პარიზსა და მის შემოგარენს დაიცავს 12 ათასი პოლიციის თანამშრომელი. შაბათ კვირას დახურული იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული სანახაობა - ეიფელის კოშკი, საიდანაც შაბათს საღამოს ტრადიციულად გაუშვებენ ფეიერვერკებს ბასტილიის დღესთან დაკავშირებით. მარსის ველზე ჩატარდება მუსიკალური კონცერტი, რომელსაც გაუძღვება საფრანგეთის ეროვნული ორკესტრი.
შაბათს დღისით ელისეს მინდვრებზე გაიმართება ტრადიციული აღლუმი. მოქმედი სამხედრო მოსამსახურების პარალელურად, მასში მონაწილეობას მიიღებენ პოლიციელები და მაშველები. წლევანდელი აღლუმის საჰაერო სანახაობაში მონაწილეობას მიიღებს 64 თვითმფრინავი და 30 ვერტმფრენი.
კვირას საფრანგეთს და მის სტუმრებს ელოდებათ კიდევ ერთი დღესასწაული, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური თამაში. რომლის ფარგლებშიც საფრანგეთის ნაკრები დაუპირისპირდება ხორვატიის ნაკრებს.
ფეხბურტთის ფრანგ ფანებს შეუძლიათ უგულშემატკივრონ თავიანთ ნაკრებს არა მხოლოდ კაფეებსა და ბარებში, სადაც მოხდება თამაშის პტრანსლიაცია, არამედ სპეციალურად ორგანიზებულ ფანკლუბებში. მაგალითად პარიზში მარსის ველზე, რომელიც 90 ათასამდე ადამიანს იტევს. ხელისუფლება ურჩევს გულშემატკივრებს, რომ გამოცხადდნენ ადგილზე ადრე, რადგან უსაფრთხოების ზომების და მაღალი რისკის გამო მოხდება ტერიტორიაზე შემსვლელი ადამიანების საფუძვლიანი დათავლისერება.
მოსალოდენლია, რომ საფრანგეტის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეურლე ბრიჯიტთან ერთად დაესწრება ფინალურ თამაშს, რათა მხარი დაუჭიროს საკუთარ გუნდს.