"ქრისტიან-დემოკრატების'' წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი ხელისუფლებას სამხედროებისთვის მოტივაციის ამაღლებას სთხოვს. ეს მოთხოვნა ლალიამვილმა დღეს სესიაზე დააყენა. მან ისაუბრა იმ პრობლემაზე, რაც დღეს სამხედროებს გააჩნიათ მოტივაციის თვალსაზრისით.
მისი თქმით, სახელმწიფო სრულ გულგრილობას იჩენს გმირებისა და მათი ოჯახების მიმართ, რადგან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები დრემდე უშედეგოდ ელოდებიან კომპესაციებს.
მისივე თქმით, დაღუპული გმირების სახელებს არქმევენ სკვერებს, ბაღებს, სკოლებს, მათ სახელებს იმახსოვრებენ გაბღენძილი მესვეურები და "წარმოსთქვამენ დიდი ტრაგიდიზმით", მაგრამ, დეპუტატის შეფასებით, ამ ტრაგიდიზმის უკან დიდი სიყალბე იმალება.~
ლალიაშვილი განსაკუთრებით ავღანეთში ქართული ბატალიონის დაკომპელქტებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს.
"არც ხელფასებია ისეთი მიმზიდველი, რომ ადამიანმა ავღანეთში წასვლა და ამ ქვეყნისთვის თავის შეწირვა ისურვოს. იმავდროულად, ეს ადამიანები არ იქნებიან ისეთ პირობებში, როგორც ერაყში იყო ქართული მისია, რადგან მათ საბრძოლო მოქმედებებშიც მოუწევთ ჩართვა,~ - აცხადებს ლალიაშვილი და კითხულობს, `რა მოტივაციით უნდა წავიდეს ჯარისკაცი იქ, როდესაც იმას ვერ მივაღწიეთ, რომ გმირთა მოედანზე მემორიალთან ჯარისკაცები მორიგეობას არ იწყებდნენ დილის 9 საათზე და არ ასრულებდნენ საღამოს.''
მისი თქმით, ომში დაღუპულთა მემორიალთან 24-საათიანი მორიგეობაც ვერ მოხეხრდა, რომ აღარაფერი ითქვას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის გასაცემ კომპესაციებზე და ხელისუფლებას სთხოვს, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება სამხედროებისთვის მოტივაციის ამაღლებისთვის.