თბილისში, დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, "მაზდას" მარკის ავტომობილი დიდუბეში, ე.წ. ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ბოძს შეეჯახა.
მანქანის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.