აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს. ქვეყნის მეთაურის სიტყვები მოყავთ პრეზიდენტის გარემოცვის წევრებს.
„ვნახოთ“ - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას - მოსალოდნელია თუ არა ყირიმის რუსეთთან მიერთება.
გარდა ამისა, უკრაინის მიერ ყირიმის დაკარგვაში ტრამპი თავის წინამორბედს ადანაშაულებს. „ობამამ ეს შესაძლებელი გახადა“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.