პენტაგონის აანალიზებს გერმანიაში დაფუძნებული ამერიკული ჯარის ფართომასშტაბიანი გაყვანის ან გადაყვანის ღირებულებას და შედეგებს, ანგელა მერკელსა და დონალდ ტრამპს შორის წარმოქმნილი მზარდი დაძაბულობის ფონზე. წერს გაზეთი The Washington Post წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, ტრამპმა ეს ინტერესი გამოთქვა მრჩეველებთან შეხვედრის შემდეგ. გაზეთის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი იყო შეშფოთებული კონტინგენტის მასშტაბებით და დაიჩივლა, რომ სხვა ქვეყნები ნაკლებს დებენ საერთო უსაფრთხოებაში და არასაკმარისად ხარჯავენ თავდაცვაზე.
წყაროემ ამავე დროს ხაზი გაუსვა, რომ პენტაგონი ჯერ მხოლოდ სწავლობს სხვადასხვა ვარიანტებს.
ამ ინფორმაციამ ძალზე შეაშფოთა ევროპელი ჩინოვნიკები. მართლა სურს თუ არა დონალდ ტრამპს მოახდინოს თავისი იდეის რეალიზაცია, თუ ეს მისი ტაქტიკაა ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს მოლაპარაკებების სამიტის წინ.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას არ დაუვალებია პენტაგონისთის აშშ-ის ჯარების გერმანიიდან გაყვანა. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები ნორმალურია.
სამხედრო წარმომადგენელმა ერიკ პაონმა თავის მხრივ უარყო გერმანიიდან აშშ-ის ჯარის სრული ან ნაწილობრივი გაყვანის შესახებ. ასევე განაცხადა, რომ უწყებაში რეგულარულად ტარდება მსგავსი კვლევები.