ტყიბულში, სოფელ ორპირში მდებარე კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, კულტურის სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, დაიწვა სასხვენო გადახურვის ნაწილი - 400კვ.მ ფართობი.
მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ერთი სახანძრო კიბე.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.