ჭიათურაში კარიერზე ქვიშა ჩამოიშალა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ახალგაზრდა მამაკაცი ტრაქტორით მუშაობდა, რა დროსაც ჩამოშლილი ქვიშის მასაში მოყვა და შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.