გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენში ხანძარს ორი წლის გოგონა ემსხვერპლა.
ცეცხლი ორსართულიან სახლს გაუჩნდა.
სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ერთი ბავშვის გამოყვანა მოხერხდა.
ამ დროისთვის, ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებიან.