ევროკავშირმა არ უნდა შეასრულოს ვაჭრობის სფეროში ცალმხრივი "ბრძანებები", სამიტზე მოსალოდნელია დისკუსია მსოფლიო სავაჭრო სისტემის და ევროპული ინტერესების აუცილებელ დაცვასთან დაკავშირებით. განაცხადა დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ.
"ჩვენ გვექნება დისკუსია ვაჭრობასთან დაკავშირებით, რათა დავიცვათ ევროპის ეკონომიკური სუვერენიტეტი. არსებობს მტკიცე სურვილი, რომ არ დავეთანხმოთ არანაირ „ბრძანებას“, მაგრამ დავიცვათ ევროპული ინტერესები და პრინციპები მრავალმხრივ მსოფლიო ვაჭრობაში" - განაცხადა მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.