პროექტ "ვარსკვავების აკადემიის" შენობის დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი იმ ადამიანის მიმართ დაიწყება, რომელიც მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ეს განცხადება დღეს სესიაზე `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევის მიზეზების წინასწარი გამოძიება დასრულებულია და უახლოეს მომავალში სასამართლო პროცესი დაიწყება.
როგორც ანიკაშვილი აცხადებს, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორი ახალგაზრდის ოჯახმა დამოუკიდებლად გამოძიება ჩაატარა და მასალებიც ხელთ აქვთ და შესაძლეელია დამნაშავეტა წრე გაფართოვდეს.
ანიკაშვილის თქმით, აუცილებელია, პროცესი ობიექტურად წარიმართოს და აცხადებს, რომ "აღნიშნული საქმე სასამღთლოს მიერ საზოგადოების თვალში კიდევ ერთი უსამართლობის დამადასტურებელი ფაქტი არ უნდა გახდეს, შესაბამისად სასამართლო პროცესი დამოუკიდებლად და სამართლიანად უნდა წარიმართოს.~
"იმედს გამოვთქვამ, რომ სასამართლო იქნება მიუკერძოვებელი და დამოუკიდებელი. სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტიილებას მიიღბს, ასე დამტკიცდება რამდენად ობიექტურია სასამართლო. საზოგადოების ინტერესი ამ საქმის მიმართ მაღალი და არ უნდა გახდეს ეს საქმე იმის მიზეზი, რომ საზოგადოებას სამართლიანობის გამცდა დაეკარგოს", - აღნიშნა ანიკაშვილმა.