დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს შეეხება.
სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.