დიდი ბრიტანეთის და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და ბინიამინ ნეთანიაჰუ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ლონდონში. განხილვის ძირითადი საკითხებია - სიტუაცია ირანის და ღაზას სექტორის შესახებ.
„პრემიერ მინისტრი აპირებს წამოწიოს ირანის თემა. თუ როგორი მეთოდით იქნება უკეთესი ირანის ბირთვული იარაღის თავიდან აცილება“ - განუცხადეს ჟურნალისტებს მეის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და დასძინეს, რომ დიდი ბრიტანეთი ისევე როგორც ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა მიიჩნევს ბირთულ გარიგებას საუკეთესო პირობად ამ ამოცანის შესასრულებლად.
იმავდროულად, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის პოზიციები ირანის საკითხთან დაკავშირებით განსხვავდება. ისრაელი მიესალმება აშშ-ის მხრიდან ირანის წინააღმდეგ მკაცრ მიდგომებს და მოუწოდებენ სხვა მსოფლიო საზოგადოებას მიბაძონ აშშ-ის ადმინისტრაციის მაგალითს, რომელიც ცალმხრივად გამოვიდა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და ეხლა ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის გამკაცრების გარდა, მოითხოვს ირანელებისგან სირიიდან თავიანთი ძალების გაყვანას. ასევე მოითხოვს რომ შეწყდეს მათი მხრიდან რადიკალური დაჯგუფებების მხარდაჭერა მთელს ახლო აღმოსავლეთში.
დიდი ბრიტანეტი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კრიტიკით გამოვიდა.
შეხვედრისას რომლის დასაწყისში ოპერატორებს დასწრების უფლება მისცეს მეიმ და ნეთანიაჰუმ გამოთქვეს მწუხარება ღაზას სექტორში გარდაცვლილი ადამიანების გამო.
„ჩვენ ვაღიარებთ ისრაელის უფლებას თავდაცვის მხრივ“ - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.
რის საპასუხოდათ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ მსხვერპლის მინიმალიზაციისთვის“ და აღნიშნა, რომ ამის გაკეთება მოცემულ სიტუაციაში ძალზე რთულია.
მეისთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაემართა, სადაც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.