ისტორიაში პირველი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის, გაიმართება ფეშენებელურ სასტუმროში, რომელიც სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე მდებარეობს. იუწყება თეთრი სახლი.
სამიტი დაგეგმილია 12 ივნისს, თუმცა ბევრი დეტალები საუკუნის დიპლომატიური შეხვედრის შესახებ ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყველაფერი შეუფერხებლად მიდის. „ურთიერთბების დასარეგულირებლად მიმდინარეობს მოლაპარაკებები“.
თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა „Twitter““-ის საშუალებით დაადასტურა, რომ სამიტი ჩატარდება კუნძულზე მდებარე ხუთ ვარსკვლავიან სასტუმრო „კაპელაში“.
თუმცა აღნიშნულ სასტუმროში მხოლოდ მოლაპარაკებები შედგება. სავარაუდოდ დონალდ ტრამპი სასტუმრო „შანგრი-ლა“-ში გაჩერდება, რომელსაც მანამდეც მიუღია ამერიკის პრეზიდენტები. ხოლო კიმ ჩენ ინი სასტუმრო „სენტ-რეჯის სინგაპურში“. იუწყება სინგაპურის გაზეთი „Straits Times“-ი.
ორივე სასტუმრო ქვეყნის მთავარ კუნძულზეა განთავსებული. სენტოსა 63 კუნძულიდან ერთ-ერთია, რომელიც სინგაპურის სახელმწიფოს ქმნის. მისი ფართობი 500 ჰექტარს შეადგენს.
ამჟამად კუნძულზე უმაღლესი კლასის საკურორტო რეზიდენციები, კერძო იახტ კლუბები და გოლფის მოედნებია განთავსებული.