6 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4464 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4511 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.47 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8782 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8661 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.21 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5299 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2840 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 ივნისიდან შევა ძალაში.