ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია -„ალმა რუს“ საქართველოს ფილიალი ასრულებს.
ხიდზე ხის გადასავლელს თუნუქის ფილები ჩაანაცვლებს, საჭიროების შემთხვევაში იგეგმება კონსტრუქციის გამაგრებაც.
თეთრ ხიდზე დეკორატიული თეთრი ქვები განთავსდება. თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 435 ათას 999 ლარი დაიხარჯება. ტენდერის პირობების თანახმად, კოამპანიას ევალება სარეაბილლიტაციო სამუშაობი აგვისტოს ბოლოს დაასრულონ.