ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. ოპოზიციურმა პარტიამ "ამცახარამ" ე.წ. პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა.
ოპოზიციამ ხაჯიმბას მოუწოდა, დაუყოვნებლივ და ნებაყოფლობით დატოვოს თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან.
ისინი რაულ ხაჯიმბას კორუფციასა და წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
მათივე განცხადებით, მთავრობამ არ გაატარა დაპირებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რამაც აფხაზეთის მოსახლეობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა.