მაშველები განაგრძობენ ჩერნობილში გაჩენილი ხანძრის კერების ჩაქრობას. ცეცხლი დღეს დილით გაჩნდა. იტყობინება უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური.
მათივე ცნობით, 10 ჰექტარამდე მშრალი ბალახი გადაიწვა ჩერნობილის დახურულ ზონაში. მოგვიანებით მისი რიცხვი 6 მდე შემცირდა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ავიადაზვერვის ინცორმაციით, „ფიქსირდება რამდენიმე ცეცხლის კერა. ცეცხლის ფართობი 5 ჰექტარამდე აღწევს. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია“ - ნათქვამია მათ განცხადებაში.
ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობს 35 ტექნიკა და 150-მდე მაშველი. მასზე ასევე გამოყოფილია უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თვითმფრინავები და განხორციელებულია 35 წყლის გაშვება ვერტმფრენიდან, რომელიც ჯამში 154 ტონა წყალს შეადგენს.
"რადიაციული ფონი კიევში და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ტერიტორიაზე ნორმაშია", - აცხადებს სამაშველო დეპარტამენტი.