ივლისისთვის თბილისიდან ავიაბილეთებზე ყველაზე დაბალი ფასი რუსეთის მიმართულებითაა. skyscanner-ზე დაყრდნობით, ივლისში ყველაზე იაფი (ორმხრივი) ავიაბილეთი დონის როსტოვის მიმართულებითაა და მისი ფასი 138 დოლარიდან იწყება.
რუსეთის მერე, ყველაზე დაბალი ფასი თურქეთის მიმართულებითაა. skyscanner-ზე ივლისში, თბილისი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ბილეთის შეძენა 140 დოლარიდანაა შესაძლებელი.
რეიტინგში მესამე პოზიციაზეა თბილისი-ბაქო-თბილისის ივლისის ავიაბილეთები, რომლის შეძენაც დღეს 166 დოლარიდანაა შესაძლებელი.
ყველაზე იაფი ავიაბილეთების რეიტინგში 172 დოლარიდან არის შესაძლებელი თბილისი-ერევანი-თბილსიის ავიაბილეთის შეძენა.
ივლისში, საქართველოდან, კონკრეტულად კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე იაფი ავიაბილეთების რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა უკრაინა. მაგალითისთვის, skyscanner-ზე დღეს თბილისი-კიევი-თბილისის ავიაბილეთის ყიდვა 207 დოლარიდანაა შესაძლებელი.